სასწავლო პროექტი
საქართველოს მდინარეები
1.პროექტის სახელი:
საქართველოს მდინარეები
2.პროექტის მიზანი:
წყალი სიცოცხლის წყარო და საშენი მასალა, ადამიანი წყლის გარეშე რამდენიმე დღეში იღუპება,
ადაქმიანის ორგანიზმის 70% წყალია, 20%-მდე წყლის დაკარგვა იწვევს
ორგანიზმის სიკვდილს, მდინარის წყლის ძირითადი ნაწილი მოდის სასმელ წყალზე,
ჰიდროელექტროსადგურების მუშაობაზე.
3. პროექტის შედეგი: მოსწავლე დამოუკიდებლად
ქმნის ვებ-გვერდს, სადაც განათავსებს საქართველოს მდინარეების
შესახებ ინფორმაციას, მოყვანილი არგუმენტების საშუალებით ასაბუთებს, რომ მის მიერე წარმოდგენილი
პროექტი გასაგებს ხდის საქართველოს მდინარეების
შესახებ დეტალურ ინფორმაციას.
4. პროექტში მონაწილეები, მათი ასაკი, რაოდენობა: 15-16 წელი, 20 მოსწავლე
5. პროექტის ფინანსები:
6. პროექტის განსახორციელებლად საჭირო
რესურსები: ახლომდებარე მდინარის წყლები,გარკვევა,გასვლითი ღონისძიებების დაგეგმვა,ინტერვიუს
აღება,ფოტოაპარატი,რვეული,საწერკალამი,ფოტომასალის მოგროვება,მოძიებული დეტალური ინფორმაციის ინტერნეტ-სივრცეში განთავსება.
7. პროექტის მსვლელობა: ინფორმაციის შეგროვება,
დამუშავება, დახარისხება, ანალიზის, კომუნიკაციის, ჯგუფური და ინდივიდუალური უნარ-ჩვევების
განვითარება, ნამუშევრების განთავსება ბლოგში, რუკების დამზადება, ინტერვიუს აღება.
8. პროექტის ვადები
და ხანგრძლივობა: პროექტს ფასილიტაცია
გაეწევა 2013 წლის განმავლობაში 3-4 კვირა.
9.პროექტის ავტორი:
მარია ხორავა
No comments:
Post a Comment